ხელოვნება

სტივ ჯობსს გრემის სპეციალური ჯილდო გადაეცემა

22 დეკემბერი, 2011 •
სტივ ჯობსს გრემის სპეციალური ჯილდო გადაეცემა

იმის გამო, რომ სტივ ჯობსმა ხელი შეუწყო მუსიკის სფეროს განვითარებას,  Recording Academy–მ განაცხადა, რომ კომპანია Apple–ის დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ამ დამსახურებისთვის ორგანიზაციის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

სტივ ჯობსი, რომელიც 56 წლის ასაკში კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა, გრემის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.

ასევე, უკვე ცნობილია, რომ ჯილდო კატეგორიაში Lifetime Achievement დაიანა როსს, გლენ კემპბელს, ჯორჯ ჯონსს და Allman Brothers Band–ს გადაეცემათ.

დაჯილდოების ცერემონია 2012 წლის 11 თებერვალს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი