ხელოვნება

“გოგონა დრაკონის ტატუთი”

21 დეკემბერი, 2011 •
“გოგონა დრაკონის ტატუთი”

“გოგონა დრაკონის ტატუთი” – ცნობილი შვედი მწერლის, სტიგ ლარსონის, ბესტსელერის დევიდ ფინჩერისეული ეკრანიზაციის პრემიერა შედგა.

ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტი და ბისექსუალი გოგონა, ლიზბეთ სალანდერი, 40 წლის წინ გაუჩინარებული ჰარიეტ ვანგერის საქმეს იძიებენ. მოულოდნელად ჰარიეტის გაუჩინარება ათობით ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების საქმეს უკავშირდება. ლიზბეთი, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესო ჰაკერია, მიქაელთან ერთად, ვანგერების დინასტიის ბნელით მოცული წარსულის გარკვევას ცდილობს.

ფილმის პირველი ეკრანიზაცია 2009 წელს გამოვიდა, თუმცა რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა ფილმის ახალი ვერსიის გადაღება გადწყვიტა. მთავარ როლებს დენიელ ქრეიგი (მიქაელ ბლუმკვისტი) და ახალგაზრდა მსახიობი რუნი მარა (ლიზბეთი) ასრულებენ, რომელსაც მაყურებელი დევიდ ფინჩერის შარშანდელი ოსკაროსანი ფილმიდან “სოციალური ქსელი” იცნობს.

ფილმის ამერიკულ ვერსიას, შვედურისგან განხსვავებით, კრიტიკოსები დადებითად აფასებენ. მათი თქმით, ფინჩერისეული ეკრანიზაცია ბევრად უფრო დახვეწილი, ემოციური და კარგად შეფუთულია.

ფილმის “გოგონა დრაკონის ტატუთი” ბიუჯეტი 100 მილიონი ამერიკული დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი