ხელოვნება

ლარს ფონ ტრიერის საქმე დაიხურა

15 დეკემბერი, 2011 •
ლარს ფონ ტრიერის საქმე დაიხურა
Grasse-ს პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, ტრიერის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურულია.

”ჩემი აზრით,  ტრიერი არ უნდა გასამართლდეს”-აღნჳშნავს  Grasse-ის პროკურორი ჟან მიშელ კეილო.

მისივე განცხადებით, ტრიერის საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით რეკომენდაციები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა, რომელიც მის დასკვნას რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

Hollywood Reporter -ის სტატიაში აღნიშნულია, რომ საქმე ტრიერის წინააღმდეგ  უკვე დახურულია.

აგვისტოში Grasse-ს ავტორიტეტულმა პირებმა ტრიერი საფრანგეთის კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს, რომელიც კრძალავს ომის დანაშაულის გამართლებას. ბრალის დამტკიცება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტრიერმა 2011 წლის კანის კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

” მე მინდოდა ებრაელი ვყოფილიყავი, თუმცა შემდეგ გამოვარკვიე, რომ ნაცისტი ვარ. მე მესმის ჰიტლერის, მან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ჰიტლერი ბუნკერში მყოფი, რაღა მეთქმის ამ წინადადების შემდეგ კარგი, მე ნაცისტი ვარ”

პრეს-კონფერენციის შემდეგ კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ტრიერი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მისი ფილმი ”მელანქოლია” კი საკონკურსო პროგრამაში დატოვეს.

ტრიერის ფილმმა ”მელანქოლიამ” 4 დეკემბერს ევროპის კინოს ფესტივალზე საუკეთესო ფილმის პრიზი მიიღო.  ტრიერის საქმე ჯილდოს მიღებიდან 2 დღეში, 6 დეკემბერს, დახურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი