ოსკარის მფლობელი ჰანს ზიმერი და გრემის მფლობელი, ჰიფ-ჰოფის შემსრულებელი და პროდიუსერი ფარელ უილიამსი  2012 წლის კინოაკადემიის მსვლელობისას მუსიკალურ გაფომებას უზრუნველყოფენ.

ოსკარის პროდიუსერები, ბრაიან გრეიზერი და დონ მიშერი, პროგრამისთვის ისეთ მუსიაკს ეძებდნენ, როგორიც ზიმერის კლასიკურ მუსიკასა და ფარელის ჰიფ-ჰოფ, არენბისა და პოპ–მუსიკის ჟანრს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ ზიმერმა ოსკარი მიიღო ანიმაციური ფილმისთვის ”მეფე ლომი” და რვაჯერ იყო ნომინირებული კინოაკადემიის ჯილდოსთვის ისეთი ფილმების მუსიკალური გაფორმებისთვის, როგორებიცაა: ”შერლოკ ჰოლმსი”, ”დასაწყისი”, ”გლადიატორი”, ”და ვინჩის კოდი”, ”კარიბის ზღვის მეკობრეების” ბოლო სამი ნაწილი, კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგია. ზიმერმა მიიღო 4 გრემი და ექვსჯერ იყო ნომინირებული ამავე ჯილდოზე.

რაც შეეხება ფარელ უილიამსს, მას მიიღებული აქვს 3 გრემი, როგორც შემსრულებელს და პროდიუსერს. მან ასევე დაწერა მუსიკა ანიმაციური ფილმისთვის ”საზიზღარი მე” .

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *