1–6 ნოემბერს, ბაქოში გამართულ თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართული სპექტაკლი “წიქარა” საუკეთესო სამეულში შევიდა.
რამდენიმე დღის წინ კი ცნობილმა აზერბაიჯანელმა თეატრმცოდნემ, პროფესორმა აიდინ თალიბზადემ, სპექტაკლების ვრცელ მიმოხილვაში მულტი–პულტის სამყაროს ნამუშევარი, ფესტივალის საუკეთესოს პექტაკლად მოიხსენია:
“ქართველებმა თოჯინების სპექტაკლი ისე დადგეს, როგორც ნაძვის ხის გარშემო მოწყობილი ზეიმი, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში საკმაოდ სევდიანი მოტივებიც ჟღერდა. სიუჟეტურად ამბავი ნამდვილი დრამა, ტრაგედია. სპექტაკლი კი ვითარდება ვითარდება, როგორც ნათელი საბავშვო ზღაპარი, საინტერესო, იმპულსურ სასცენო სივრცეში. შწორედ ამ გამორჩეულობის გამო, ჩემი აზრით, “წიქარა” ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი იყო.” ნათქვამია სტატიაში რომელიც თეატრმცოდნემ www.kulaz.com-ზე გამოაქვეყნა.
ბაქოში გამართულ ფესტივალში ევროპისა და აზიის 14 ქვეყნის 25 თეატრი მონაწილეობდა.




