გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ გაიხსნა.
ბიბლიოთეკა, რომლის მშენებლობა და მოწყობაც 325 000 დოლარი დაჯნდა, 488 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული.
პროექტი 2005 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში ერთ-ერთი ოლქის მოსახლეობამ ბიბლიოთეკის აშენება ნახმარი ყუთებისგან დაიწყო და წიგნებიც შემოწირულობის სახით მიჰქონდათ.
თანამედროვე და მოდერნიზებული ბიბლიოთეკის მშენებლობა კომპანია KARO Architekten– მა ითავა. ბიბლიოთეკა ძველი საწყობის ადგილზე ააშენეს.
ბიბლიოთეკა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა, გარდა მკითხველებისა, კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებსაც მასპინძლობს. დაწყებითი სკოლები ტერიტორიას სპექტაკლების დასადგმელადაც იყენებენ, გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.