ხელოვნება

ფიროსმანის “მწყემსი” აუქციონზე გაიყიდა

29 ნოემბერი, 2011 •
ფიროსმანის “მწყემსი” აუქციონზე გაიყიდა
ნიკო ფიროსმანის ნახატი “მწყემსი” 600 000 ფუნტ სტერლინგად (1.5 მილიონი ლარი) ლონდონის ერთ–ერთ აუქციონზე გაიყიდა.
ნიკო ფიროსმანის სახლ–მუზეუმის დირექტორის, ანზორ მაძღარაშვილის ცნობით წლების მანძილზე ნახატი მხატვრის, დავით კაკაბაძის ოჯახში იყო დაცული, თუმცა ოჯახმა “მწყემსი” რიგაში გააშუქა, სადაც პირად კოლექციაში ინახებოდა, ამ ზაფხულს კი ნახატი ლონდონის ერთ–ერთი აუქციონის ჩამონათვალში გამოჩნდა.
ანზორ მაძღარაშვილმა ამის შესახებ კულტურის სამინისტროს აცნობა, თუმცა როგორც ამბობს მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
კულტურის სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას დღის ბოლოსთვის გაავრცელებს.
ნახატი სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო რუსეთში და უკრაინაში მოწყობილ გამოფენებზე, ხოლო საქართველოში ბოლოს 1978 წელს გამოიფინა. ნიკო ფიროსმანის “მწყემსის” ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი