ხელოვნება

პერფორმანსი სამხატვრო აკადემიაში [Video]

29 ნოემბერი, 2011 •
პერფორმანსი სამხატვრო აკადემიაში [Video]
სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში ნინო მგალობლიშვილის პროექტის– „ეიდოსის ემანაცია ორიგამიში“ – პერფორმანსის ჩვენება გაიმართა.
პროექტი არტ–ობიექტთა კატეგორიას მიეკუთვნება და ქაღალდისგან შესრულებულ მოცულობით ფორმებს წარმოადგენს, რომელსაც აზრობრივი და ემოციური დატვირთვა გააჩნია. მსგავსი გამოფენა ქართული ხელოვნების სივრცეში ერთ–ერთი პირველია.
ორიგამასა და კირიგამაში ჩადებული ძირითადი პრინციპი ქაღალდის ფურცლებისგან სივრცობრივი ფიგურების შექმნაა სამი ტექნოლოგიური ოპერაციის საშუალებით: დაკეცვა, გაჭრა და გაღუნვა. ქაღალდის შეერთება (შეწებება) გამოიყენებ,ა როგორც მხოლოდ დამხმარე ოპერაცია.
ავტორის გარდა, პროექტში მონაწილეობას იღებდნენ: ავმარი ლიპარტელიანი, გიორგი კორგანოვი და აკადემიის სტუდენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი