ხელოვნება

წლის ყველაზე მაღალრეიტინგული და შემოსავლიანი ფილმები

28 ნოემბერი, 2011 •
წლის ყველაზე მაღალრეიტინგული და შემოსავლიანი ფილმები
შემოსავლებს მიხედვით, The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 1–ის შემდეგ, რომლის შემოსავალმაც საპრემიერო დღეს 62 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, მეორე ადგილს სათავგადასავლო კომედია The Muppets იკავებს. საპრემიერო დღეს ფილმის შემოსავალმა 42 მილიონს მიაღწია.
ჯეიმს ბობინის ფილმი თოჯინების ისტორიას მოგვითხრობს. სამი მეგობრის დახმარებით, თოჯინებმა თავიანთი ძველი თეატრი გაუმაძღარი ნავთობის მაგნატისგან უნდა გადაარჩინონ, რომელსაც თეატრის ქვეშ ჭაბურღილის გათხრა აქვს გადაწყვეტილი.
ფილმში, რომლის პრემიერაც 23 ნოემბერს შედგა, მთავარ როლებს ემი ადამსი და ჯეისონ სეგელი ასრულებენ. მსახიობი ემი ადამსი შარშან ოსკარზე იყო ნომინირებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში The Fighter.
მიუხედავად იმისა, რომ “განთიადი” შემოსავლებით პირველ ადგილზეა, The Internet Movie Datebase (IMDB)-მონაცემებით, მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალია და 10– ბალიანი სისტემით 4.7–ს შეადგენს.
The Muppets კი წლის ყველაზე რეიტინგული ფილმების ხუთეულშია, რომელიც ასე გამოიყურება:
1.Hugo 8.7/10
2.A Separation 8.6/10
3.Once Upon a Time in Anatolia 8.6/10
4.The Turin Horse 8.3/10
5.The Muppets 8.3/10

მასალების გადაბეჭდვის წესი