ხელოვნება

Kung Fu Junkie & DJ Tomma ქალების მხარდასაჭერად

26 ნოემბერი, 2011 •
Kung Fu Junkie & DJ Tomma ქალების მხარდასაჭერად

ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული საქველმოქმედო კონცერტი ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლი) გუშინ, 21:00 საათზე, დაიწყო და გვიან ღამით დასრულდა.

კონცერტი, რომელშიც ჯგუფი Kung Fu Junkie და DJ Tomma მონაწილეობდნენ, ორგანიზაციამ “ქალთა ფონდი საქართველოში” ჩაატარა. კონცერტის ღირებულება 5 ლარი იყო. ბილეთების გაყიდვიდან შესული თანხის გადაცემას ორგანიზატორები ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის აპირებენ.


შეკრებილი საზოგადოების ინფორმირებისთვის “ქალთა ფონდმა საქართველოში” 2010 წლის წლიური ანგარიში და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა, Kung Fu Junkie-მ კი მსმენელს ძველი ტრეკები და რამდენიმე ძველი ტრეკის ახალი ვერსია შესთავაზა. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ,  2011 წელს ეს მათი ბოლო კონცერტი იყო, რადგან Kung Fu Junkie პირველ ალბომზე იწყებს მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი