ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ბოსტონისა და ლოს-ანჟელესის შემდეგ ლექსო თორაძე თბილისში დაუკრავს.ცნობილი ქართველი პიანისტი 29–30 ნოემბერს საქველმოქმედო კონცერტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართავს.
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ბელგიის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ვახტან მაჭავარიანი უდირიჟორებს.
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ბელგიის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ვახტან მაჭავარიანი უდირიჟორებს.
საქველმოქმედო კონცერტი ფონდ “იავნანას” ორგანიზებით, ასევე კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიების შემდეგ 9-შვილიან ოჯახს სახლის გასაღები გადაეცემა.
ღონისძიების შემდეგ 9-შვილიან ოჯახს სახლის გასაღები გადაეცემა.
ლექსო თორაძე ორდღიან კონცერტზე დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებებს შეასრულებს.




