ხელოვნება

ნინო ქათამაძის ახალი ალბომი “მწვანე”

24 ნოემბერი, 2011 •
ნინო ქათამაძის ახალი ალბომი “მწვანე”
მომღერალმა ნინო ქათამაძემ ჯგუფ “ინსაითთან” ერთად ახალი ალბომი სახელწოდებით “მწვანე” გამოუშვა.
ალბომში ცხრა კომპოზიციაა შესული:
01. Uncle Klaus
02. Until
03. Vahagn
04. Gammai
05. English
06. If I Could
07. Les Oiseaux
08. Hello John!
09. Dream

ახალი ალბომის ოფოციალური პრეზენტაცია მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლში” შედგება.

პირველად ქათამაძის “ფერადი” ალბომის პრეზენტაცია 2006 წელს შედგა, მისი სახელწოდება იყო “შავი”. ალბომს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმავე წელს დღის სინათლე იხილა ნინო ქათამაძის მეორე ალბომმაც სახელწოდებით “თეთრი”. ორი წლის შემდეგ კი ფერთა გამა კიდევ გამდიდრდა, 2008 წელს ალბომი “ლურჯი” გამოვიდა. მეოთხე ალბომი “წითელი” კი 2010 წელს ბერლინში, სტუდია Trixx-ში ჩაიწერა.
ამის შემდეგ ნინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” საგასტროლო ტურში იმყოფებოდნენ რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში, ისრაელში, პოლონეთში, ლიტვაში, ესტონეთში და საბერძნეთში.
მომდევნო “მწვანე” ალბომის პრეზენტაცია მოსკოვში 26 ნოემბერს შედგება, ბილეთის ფასი 1000 –დან 5000 რუბლამდეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი