მაკედონიის რესპუბლიკის ქალაქ სკოპიეში კინოფესტივალ “CINEDAYS”-ის ფარგლებში, 20 ნოემბრის ჩათვლით ქართული კინოს დღეები იმართება.
კინოფესტივალის ფარგლებში როგორც თანამედროვე ქართული ასევე კლასიკად ქცეული ფილმების ჩვენება შედგება.
თანამედროვე ფილმებიდან რეჟისორ გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირს”, ზაზა ურუშაძის “სამ სახლს” და ლევან კოღუაშვილის “ქუჩის დღეებს” აჩვენებენ, ხოლო რაც შეეხება კლასიკად ქცეულ ფილმებს, ნაჩვენები იქნება სამი ფილმი: ვასილ ამაშუკელის “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”, მიხეილ კალატოზიშვილის “ჯიმ შვანთე” და გიორგი შენგელაიას “ფიროსმანი”.
კინოფესტივალ CINEDAYS-ის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას ქეთი მაჭავარიანის სადებიუტო ნამუშევარი “მარილივით თეთრი” იღებს.
კინოფესტივალს მაკედონიაში სპეციალური სტუმრების სტატუსით ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი და ეროვნული კინოცენტრის დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე ესწრებიან.