ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, საქართველოს სათეატრო კრიტიკოსთა ასოციაცია (სსკა) ჩამოყალიბდა.
ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ლევან ხეთაგურის განცხადებით, ხელოვნების ახალგაზრდა კრიტიკოსთა ასოციაცია 1989 წლიდან არსებობდა, ასოციაციაში 100–მდე კრიტიკოს–ხელოვნებათმცოდნე იყო გაერთიანებული. დღეს ასოციაცია კვლავ გაერთიანებას და საქმეში ახალგაზრდების ჩართვას აპირებს.
საინიციატივო ჯგუფს 20–მდე თეატრის კრიტიკოსი გამოეხმაურა.
საინიციატივო ჯგუფს 20–მდე თეატრის კრიტიკოსი გამოეხმაურა.
პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც 15 ნოემბერს მოეწყო, გადაწყდა, რომ ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობას თეატრმცოდნე თამარ მუქერია შეასრულებს, გენერალური მდივანი –ლაშა ჩხარტიშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი სოფო ძიძიგური იქნება. მათ ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობის დაგეგმვა დაევალათ.
ასოციაცია ყოველთვიურად ელექტრო–გზავნილსა და სათეატრო კტირიკის ელექტრონულ ჟურნალს მოამზადებს.
ასოციაციის შექმნას მხარს საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელიც უჭერს
ასოციაციის შექმნას მხარს საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელიც უჭერს




