ხელოვნება

დიკაპრიოს ოსკარზე სავარაუდოდ წელსაც წარადგენენ

11 ნოემბერი, 2011 •
დიკაპრიოს ოსკარზე სავარაუდოდ წელსაც წარადგენენ
ლეონარდო დიკაპრიო ახალ ფილმში შესრულებული როლით, სავარაუდოდ, ოსკარისთვის იბრძოლებს. კლინტ ისტვუდის ახალ ბიოგრაფიულ დრამაში “J.Edgar” ლეონარდო დიკაპრიო გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯ.ედგარ ჰუვერის როლს თამაშობს, რომელიც ახალგაზრდობიდან მოხუცებულობამდე FBI–ში მუშაობდა.
მიუხედავად იმისა, რომ დიკაპრიო თითქმის მის მთელ ცხოვრებას თამაშობს, პერსონაჟის მიმართ დადებითად მაინც არაა განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მისი განწყობა მხოლოდ ნეგატიურია:
“მე ვაფასებ მის თავდადებას ჩვენი ქვეყნისადმი” – ამბობს ლეონადრო დიკაპრიო – “მე მგონია, რომ ის გენიოსი იყო, რადგან შექმნა თითის ანაბეჭდების სისტემა ქვეყანაში, ასევე, თანამედროვე სასამართლო ექსპერტიზა და მოახდინა ბიუროს რესტრუქტურიზაცია, რაც ქვეყნისთვის ძალიან საჭირო იყო”. თუმცა დიკაპრიო არ ეთანხმება იმ მეთოდებს, რომლითაც ეს ყველაფერი ხორციელდებოდა.
საბოლოოდ, მაყურებელს შეეძლება განსაჯოს, მე–20 საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და ცნობილი ფიგურა იმსახურებს თუ არა სიმპათიას. ეს არ არის ერთადერთი ამბიციური პიროვნების როლი, რომელიც დიკაპრიომ ბოლო დროს შეასრულა. “მე იმ როლებს ვასრულებ, რაც მინდა, რომ შევასრულო,” – განაცხადა მსახიობმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი