ხელოვნება

ფილმ “რკინის ლედის” პრემიერა გადაიდო

10 ნოემბერი, 2011 •
ფილმ “რკინის ლედის” პრემიერა გადაიდო
ფილმ “რკინის ლედის” პრემიერა გადაიდო. რეჟისორ ფილიდა ლლოიდის ფილმის პრემიერა 16 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ნამუშევარი კინოგაქირავებაში 30 დეკემბრიდან ჩაეშვება.
ფილმი, რომელშიც “რკინის ლედის”, ანუ მარგარეტ ტეთჩერის როლს ცნობილი მსახიობი მერილ სტრიპი თამაშობს, ყოფილი პრემიერ მინისტრის თვალით დანახულ მოვლენებს გვაჩვენებს. ნამუშევარი სწორედ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ეძღვნება.
კრიტიკოსების აზრით, მთავარი როლის შემსრულებელი, მერილ სტრიპი, ამჯერადაც ერთ–ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება კინოაკადემიის ჯილდოს მისაღებად. ოსკარის 2012 წლის ნომინანტების სია 24 იანვარს გამოქვეყნდება, აკადემიის წევრებს გადაწყვეტილების მისაღებად ფილმის პრემიერის შემდეგ არც ისე დიდი დრო რჩებათ.
მერილ სტრიპი ოსკარზე 16–ჯერ იყო ნომინირებული, ჯილდო კი ორჯერ გადაეცა, მთავარი როლისთვის ფილმში Sophie’s Choice და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში Kramer vs. Kramer.
ასევე სხვა მრავალ პრიზთან ერთად მას 7–ჯერ აქვს მოგებული “ოქროს გლობუსის” მთავარი ჯილდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი