ხელოვნება

ბერლინში დინი ვირსალაძის ალბომი გამოვიდა

8 ნოემბერი, 2011 •
ბერლინში დინი ვირსალაძის ალბომი გამოვიდა
ბერლინში ქართველი მუსიკოსის, პიანისტისა და კომპოზიტორის, დინი ვირსალაძის CD გამოვიდა. ალბომი საკონცერტო ჩანაწერია, რომელშიც 7 კომპოზიციაა შესული. ცოცხალ კონცერტზე დინი ვირსალაძე კომპოზიციებს ვიოლინოს, ანტონ სიაროვის თანხლებით ასრულებდა. “კონცერტი ქალაქ მინდენში ჩაიწერა. ალბომში ცნობილი ჯაზური სტანდარტები შევიდა” – ამბობს მუსიკოსი.
ალბომის სახელწოდებაა “Live in Minden”.
საქართველოში ალბომის გამოსვლა ჯერ არ იგეგმება. ხოლო ევროპაში ალბომის ჩაწერა, დინი ვირსალაძის თქმით, მისთვისაც ისევეა მნიშვნელოვანი, როგორც სხვა ნებისმიერი ქართველი მუსიკოსისთვის.
ამჯერად დინი ვირსალაძე გასტროლებზე უკრაინაში მიემგზავრება, სადაც “ბიგ–ბენდთან” ერთად 13 ქალაქში გამართავს კონცერტს. ტურნე 18 ნოემბერს დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი