ხელოვნება

“მის მსოფლიო 2011” – მის ვენესუელა გახდა

7 ნოემბერი, 2011 • 1380
“მის მსოფლიო 2011” – მის ვენესუელა გახდა
”მის მსოფლიო 2011” მის ენესუელა, ივიან ლუნასოლ სარკოს კოლმენარესი გახდა. ვენესუელა ერთადერთი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენელიც 6–ჯერ “მის მსოფლიოს” და ამდენჯერვე “მის სამყაროს” ტიტულის მფლობელი გახდა.
მის ვენესუელა 21 წლისაა და ერთ–ერთი სამაუწყებლო კომპანიის კადრების განყოფილებაში ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტად მუშაობს. იგი 12 და–ძმასთან ერთად რამდენიმე წლის მანძილზე ობოლთა თავშესაფარში ცხოვრობდა, რადგან მშობლები უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა.
იმის გამო, რომ “მის მსოფლიო” წელს მესამოცედ ტარდებოდა, საიუბილეო კონკურსი სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. წლევანდელ კონკურსში 122 გოგონა მონაწილეობდა.
პირველი ვიცე-მის მსოფლიოს ტიტული ფილიპინელ კონკურსანტს ერგო, მეორე ვიცე-მისი კი მის პუერტო–რიკო გახდა.
“მის მსოფლიო” სილამაზის კონკურსებიდან ყველაზე ძველია, ის 1951 წელს ბრიტანელმა ერიკ მორლიმ დააარსა. მისი პირველი გამარჯვებული შვედი კერსტინ ჰაკონსო იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი