
საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი არტისტერიუმის ფარგლებში კარლო კაჭარავას გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე მხატვრის 40–ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი.
როგორც კარლო კაჭარავას და, ლიკა კაჭარავა ამბობს, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობაში, მუზეუმთან შეფარდებით, მუსიკის, კინოსა და თეატრის თემა ჭარბობს:
“ნამუშევრები 1986 წლიდან 1992 წლამდე, კარლოს სიცოცხლის ბოლომდეა შესრულებული, ამოკრეფილია სხვადასხვა წლებიდან და კონცეპტუალურად ერთი სათაურის ქვეშაა გაერთიანებული –“მეფე და პოეტები”, ეს არის კარლოს ტექსტი მისივე ილუსტრაციებით”.
ლიკა კაჭარავას თქმით, ექსპოზიციაზე წარმოდენილი ნახატების უმეტესი ნაწილი საზოგადოებას არ უნახავს: “5–6 ნამუშევარს თუ არ ჩავთვლით, ეს ნამუშევრები არსად გამოფენილა და ჩვენთან სახლში ინახებოდა.”
გამოფენა, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის დაფინანსებით ტარდება, 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.

