ლედი გაგამ და ჯასტინ ბიბერმა MTV–ს დაჯილდოვებაზე ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. ორივე მომღერალმა წლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი მიიღო. ამასთანავე, ლედი გაგას ნამუშევარმა “Born This Way” საუკეთესო სიმღერის და საუკეთესო ვიდეოსთვის მიიღო ჯილდო. გაგამ ქეითი პერის, ჯენიფერ ლოპეზს და ბიონსეს აჯობა.
გაგას და ბიბერის გარდა დაჯილდოვდნენ– რეპერი ემინემი, ბრუნო მარსი, ქეითი პერი, ხოლო ჯგუფ Queen-ს ჯილდო “Global Icon” გადაეცა.
დაჯილდოვება 1994 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობას ისეთი შემსრულებლები იღებენ, როგორებიც არიან: U2, პოლ მაკარტნი, ჯეიზი, ბიონსე, take that და ა.შ.
დაჯილდოვება 1994 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობას ისეთი შემსრულებლები იღებენ, როგორებიც არიან: U2, პოლ მაკარტნი, ჯეიზი, ბიონსე, take that და ა.შ.