ხელოვნება

სიმღერის პრემიერა ემი უაინჰაუსის უკანასკნელი ალბომიდან

4 ნოემბერი, 2011 •
სიმღერის პრემიერა ემი უაინჰაუსის უკანასკნელი ალბომიდან

ამერიკულ რადიოსადგურ HOT 97–ზე ემი უაინჰაუსისა და რეპერ Nas–ის დუეტის პრემიერა შედგა. სიმღერა შესულია ალბომში Lioness: Hidden Treasures. გარდაცვალებამდე მომღერალი სწორედ ამ ალბომზე მუშაობდა. სიმღერის სახელწოდებაა “Like Smoke”.

უაინჰაუსი და Nas–ი 2006 წელს გზაში დამეგობრდნენ, როდესაც ევროპიდან ნიუ–იორკში ბრუნდებოდნენ, ემი უაინჰაუსის ალბომის Back to Black პრეზენტაციიდან. Back to Black უკანასკნელი ალბომი იყო, რომელიც მომღერალმა სიცოცხლეში გამოუშვა.

3 ნოემბერს მომღერლის მეორე სიმღერის “Our Day Will Come” პრემიერაც შედგა იგივე ალბომიდან.

ემი უაინჰაუსი 27 ივლისს ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ალბომიდან შემოსული თანხის ნაწილი უაინჰაუსის სახელობის ფონდში გადაირიცხება, რომელიც მისმა ოჯახმა დააარსა. ფონდი ალკოჰოლურ და ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი