ხელოვნება

თოჯინების პირველი საერთაშორისო ფესტივალი

1 ნოემბერი, 2011 • 1011
თოჯინების პირველი საერთაშორისო ფესტივალი

ბაქო თოჯინების პირველ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას ევროპისა და აზიის 14 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. მათ შორის, მულტიმედიური, ჩრდილების, საბავშვო და საყმაწვილო თეატრალური დასები. ფესტივალში მონაწილეობას ქართული დასიც იღებს.

მულტი–პულტის თეატრი ქართულ ხალხურ ზღაპარს “წიქარას” წარადგენს. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა ხვიჩიაა, სპექტაკლის მხატვარი და თოჯინების მექანიზატორი კი, მარიკა კვაჭაძე.

მულტი–პულტის დასი სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და სხვადასხვა თეატრის მსახიობები გააერთიანა. ამჟამად დასი აქტიურად რეპეტიციობს, რადგან ფესტივალის დახურვა სწორედ ქართული სპექტაკლით მოხდება.

თოჯინების პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თეატრმცოდნეთა საერთაშორისო სიმპოზიუმიცაა დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლევან ხეთაგური და ამავე უნივერსტიტეტის დოქტორანტი, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მიიღებენ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასებიც.
სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ: თათია ბაქრაძე, სოფო ვარდიძე, ბექნუ ქაფიანიძე, ნანიკო კვარაცხელია, ცირა შარია და გელა შონია.
ფესტივალი 1–6 ნოემბერს ჩატარდება.

დასი საქართველოში 8 ნოემბერს დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი