ხელოვნება

მომღერლები ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის ფაქტს არ ადასტურებენ

31 ოქტომბერი, 2011 •
მომღერლები ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის ფაქტს არ ადასტურებენ

ჯგუფ “ფორტეს” ერთ–ერთი წევრი, ირინა კახნიაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯგუფს რაიმე მოთხოვნა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით: “მე ეს ინფორმაცია პირველად მესმის, არაფერი არ მომითხოვია და არც არაფერზე მომიწერია ხელი, არც ჯგუფის სხვა წევრებისგან გამიგია მსგავსი რამ, თუმცა მათი სახელით ვერ ვილაპარაკებ” – განუცხადა ნეტგაზეთს ჯგუფ “ფორტეს” წევრმა.

არ დაადასტურა ინფორმაცია ანზორ ერქომაიშვილმაც: “მე პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მაქვს” – განაცხადა ანზორ ერქომაიშვილმა.

ინტერპრესნიუსმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერლები ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ითხოვდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, მოთხოვნას ხელს აწერენ: “ანსამბლ “ქართული ხმების” უფროსი თაობა, ანსამბლი “თბილისი”, “ფორტე”, “იმერი”, “ანჩისხატი”, ანზორ ერქომაიშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და ოპერის სოლისტები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი