ხელოვნება

ჩექმებიანმა კატამ ჯონი დეპს და ჯასტინ ტიმბერლეიკს აჯობა

31 ოქტომბერი, 2011 •
ჩექმებიანმა კატამ ჯონი დეპს და ჯასტინ ტიმბერლეიკს აჯობა

“ჩექმებიანმა კატამ” ჯონი დეპს და ჯასტინ ტიმბერლეიკს აჯობა.
3D მულტფილმი “ჩექმებიანი კატა”(Puss in Boots), “რომის დღიურები”(The Rum Diary) ჯონი დეპის მონაწილეობით და ფილმი “დროულად”(In Time), რომელშიც ჯასტინ ტიმბერლეიკი თამაშობს – ამ ფილმების პრემიერა ერთ დღეს, 28 ოქტომბერს შედგა. “ჩექმებიანმა კატამ” 34– მილიონიანი საპრემიერო დღით დანარჩენ ორ ფილმს აჯობა. ფილმმა “In Time” 12– მილიონიანი შემოსავალი მოიტანა, ხოლო “რომის დღიურების” საპრემიერო შემოსავალმა მხოლოდ 5 მილიონი დოლარი შეადგინა.
კინოთეატრებში ამ ფაქტს იმით ამართლებენ, რომ ჰელოუინის კვირას ფილმებზე მოსვლა არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა ისურვა და იმედოვნებენ, რომ მომდევნო კვირაში ფილმების მიმართ ინტერესი გაიზრდება.
დღესდღეობით კი ყველაზე ნაკლებშემოსავლიანი პრემიერების ათეული ასე გამოიყურება:

1. Courageous – $1.8 mil
2. Moneyball – $2.4 mil
3. The Ides of March – $2.7 mil
4. The Three Musketeers – $3.5 mil
5. Real Steel – $4.7 mil
6. The Rum Diary – $5 mil
7. Footloose – $5.4 mil
8. In Time – $12 mil
9. Paranormal Activity 3 – $18.5 mil
10. Puss in Boots – $34 million

თბილისის კინოთეატრებში “რომის დღიურების” ხილვა უკვე შეგიძლიათ, ხოლო 3D მულტფილმი “ჩექმებიანი კატა” 3 ნოემბრიდან გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი