ხელოვნება

თბილისის საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალი დასრულდა

31 ოქტომბერი, 2011 •
თბილისის საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალი დასრულდა

თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი წუხელ, ამერიკელი შემსრულებლის ერიკა ბადუსა და ცოცხალი ბენდის კონცერტით დასრულდა.
“ივენთ ჰოლის” ფოიეში პარალელურად, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, ლევან გიორგაძის, ფოტოგამოფენაც მიმდინარეობდა. გამოფენაზე წინა წლებში, თბილისის ჯაზ–ფესტივალის ფარგლებში გადაღებული, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების ფოტოები იყო წარმოდგენილი.
თბილისის მე–14 ჯაზ–ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ასევე საქსოფონისტი ჩარლზ ლოიდი, გრემის მფლობელი სონი ემორი ბენდ Cachet Fusion-თან ერთად და ლარი კორიელი წარსდგნენ.
ფესტივალი 27 ოქტომბერს დაიწყო და 30 ოქტომბერს დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი