სრულიად ახალ მხატვრულ მოვლენაზე საქართველოში, ნეო–მინიატურულ მხატვრობაზე, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრს მეცნიერ–თანამშრომელმა ნინო ჭინჭარაულმა გოეთეს ინსტიტუტში ორგანიზებულ კონფერენციაზე ისაუბრა:
“ნეო–მინიატურული მხატვრობა არ არის მინიატურული მხატვრობა ტრადიციული გაგებით, მან შეიცვალა მხატვრული სახე და თანამედროვეობა უფრო მკაფიო გახდა”, – ამბობს ნინო ჭინჭარაული.
მისი თქმით, ამ კუთხით საქართველოში 10–მდე მხატვარი მუშაობს. მან სწორედ ამ მხატვრების ნამუშევრები წარუდგინა საზოგადოებას.
ნეო–მინიატურა, როგორც მხატვრული მოვლენა, ბოლო 20 წლის მანძილზე გამოიკვეთა.
ნინო ჭინჭარაულმა კონფერენციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
“მართალია, ხშირად ჩვენი კოლეგები გადიან საერთაშორისო კონფერენციებზე, მაგრამ ქართული კულტურის ცნობადობა ჯერ კიდევ საჭიროებს პოპულარიზაციას. თუკი ჩვენ ხშირად ვერ გავდივართ საზღვრების გამო, სხვადასხვა მიზეზების გამო, მაშინ აქ მაინც უნდა გაიმართოს მსგავსი კონფერენციები და რაც შეიძლება ბევრი სტუმარი მოვიწვიოთ. ეს არის ყველაზე ცოტა, რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ,” – განაცხადა ნინო ჭინჭარაულმა.




