ხელოვნება

“საქართველო კულტურათა გზაჯვარედინზე”

28 ოქტომბერი, 2011 •
“საქართველო კულტურათა გზაჯვარედინზე”

დღეს, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ბოლო დღეს, იტალიაში ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმის საფუძველზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, რომლის სახელწოდებაა “საქართველო კულტურათა გზაჯვარედინზე”.

2009 წელს ფლორენციაში ხელოვნების სიმპოზიუმის საქართველოს კვირეულის ფარგლებში გაკეთებული მოხსენებების გამოცემა დიდი ხანია იგეგმებოდა, თუმცა მხოლოდ ორი წლის დაგვიანებით მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის, მაკა დვალიშვილის განცხადებით, წიგნის დღეს გამოცემა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია:

“წიგნის გამოცემა დააფინანსა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. წიგნში შესულია ქართველი და 60–მდე საერთაშორისო წარმომადგენლის სრული მოხსენებები. წიგნი სპეციალურად გამოიცა ინგლისურ ენაზე, რათა მოხდეს ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა,” – ამბობს მაკა დვალიშვილი.

წიგნი უფასოდ დაურიგდებათ მონაწილეებსა და ბიბლიოთეკებს, ასევე, გაყიდვაში იქნება წიგნის ყველა მაღაზიასა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი