ხელოვნება

ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო ზუგდიდში

28 ოქტომბერი, 2011 •
ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო ზუგდიდში

მედიის თავისუფლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა “ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიხსნება.

გამოფენაზე 100–ზე მეტი ექსპონატი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, ფოტომასალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების ასლები.

31 ოქტომბერს “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  გაიხსნება გამოფენა “ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო”. ეს გამოფენა პირველად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2011 წლის 2-5 მაისს ჩატარდა. იგი მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.

გამოფენასთან ერთად წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი პრეზენტაციები ქართული პრესის განვითარებაზე და ქართულ მედიაში რეკლამის განვითარების ისტორიაზე. ასევე,  წარმოდგენილი იქნება ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა.  გაიმართება რამდენიმე დისკუსია ბიბლიოთეკების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მომავალი თანამშრომლობის თემაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი