საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქალაქ სიღნაღის ფილიალი ექვსი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს სხვადასხავა ეროვნების სამი ხელოვანის შექმნილ ნამუშევრებს შესთავაზებს. გამოფენის სახელწოდებაა “საქართველოთი მონუსხული”. მხატვრებმა ნამუშევრებში მათ მიერ დანახული საქართველო ასახეს.
რეალისტურ–იმპრესიონისტული ფერწერული ნამუშევრები ამერიკელი ჯონ უერდმანის, რუსი ილია იაჩენკოსა და უკრაინელი ივან კუჩაგის მიერაა შესრულებული. ნახატებს შორისაა პეიზაჟები, პორტრეტები და ნატურმორტები.
ექსპოზიციაზე 60–მდე ნამუშევარის ხილვა შეეგძლებათ.




