ხელოვნება

სტივენ სოდერბერგის ახალი დრამა “ინფიცირება”

28 ოქტომბერი, 2011 •
სტივენ სოდერბერგის ახალი დრამა “ინფიცირება”

სტივენ სოდერბერგის დრამა “ინფიცირება” მსოფლიო კინოთეატრებში სექტემბერში გამოჩნდა.

ბეტ ემფოჰი ჰონგ კონგში გამართული ბიზნეს–კონფერენციიდან დაბრუნებისთანავე გაურკვეველი ტიპის ინფექციით გარდაიცვლება. რამდენიმე დღის შემდეგ კვდება მისი შვილიც. ბეტის ქმარი, მიჩი კი – ინფიცირებულია. ასე იწყება სასიკვდილო ინფექციის გავრცელება. ექიმები ხვდებიან, რომ დაავადება უკონტროლო ხდება, თუმცა მათ ჯერ ინფექციის ტიპი უნდა დაადგინონ. ხალხი კი პანიკამ მოიცვა.

ასეთია ფილმის სიუჟეტი, რომელშიც მთავარ როლებს მეტ დეიმონი, ქეით უინსლენტი და ჯუდ ლოუ ასრულებენ,  ასევე ფილმში მონაწილეობენ:გვინეტ პელტროუ, მარიონ კოტილარდი და ცნობილი სხვა მსახიობებიც.

ფილმმა პრემიერის შემდეგ, რომელიც ვენეციის 68–ე კინოფესტივალზე შედგა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე Rotten Tomatoes, რომელზეც ფილმების რეიტინგები ქვეყნდება, “ინფიცირებას” 84% აქვს მინიჭებული. საიტზე ფილმის 180–მდე დადებითი და მხოლოდ 33 უარყოფითი შეფასებაა გამოქვეყნებული.

ფილმის გადაღება 60 მილიონი დოლარი დაჯდა, შემოსავალმა კი ამ დროისთვის 76,1 მილიონ დოლარს მიაღწია. “ინფიცირება” უკვე თბილისის კინოთეატრებშიც შეგიძლიათ იხილოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი