საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირება კახეთიდან დაიწყო. განაცხადი კახეთის რეგიონის 19-მა ფოლკლორულმა ანსამბლმა წარადგინა.
ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირების კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ფოლკლორულ ანსამბლებს სერტიფიკატებს მიანიჭებს.
სერტიფიცირების მიზნებია ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი დონის შესწავლა და ფოლკლორული ანსამბლების შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა, რაც საბოლოოდ საზოგადოებისათვის ქართული ფოლკლორის სათანადო დონეზე წარმოჩენას ისახავს მიზნად.




