დღეს გრიბოედოვის თეატრში კომპოზიტორ მიხეილ ტარივერდიევის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ტარივერდიევის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე ქართველი მომღერლები კომპოზიტორის სიმღერებს შეასრულებენ კინოფილმიდან “ბედის ირონია”. კონცერტს მომღერალი ირმა სოხაძე და კომპოზიტორი თენგიზ ჯაიანი ამზადებენ.
როგორც ცნობილია, საღამოს მიხეილ ტარივერდიევის მეუღლეც დაესწრება.
ტარივერდიევი 1931 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი და სწავლა მოსკოვის მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტში გააგრძელა.
მიხეილ ტარივერდიევი 132 კინოფილმის მუსიკის ავტორია. მას ეკუთვნის: 100 რომანსი, 4 ოპერა, 4 ბალეტისთვის და ორღანისთვის შექმნილი მუსიკა.
ტარივერდიევი მუსიკას ბელა ახმადულინას, მარინა ცვეტაევას და ცნობილი სხვა რუსი პოეტების ლექსებისთვის წერდა.




