ხვალ, 22 ოქტომბერს, კიევში სრულიად უკრაინის კულტურულ-შემოქმედებითი აქცია ”ქართული ხალხური ხელოვნება უკრაინაში” გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივი, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და თანამედროვე სიმღერის შემსრულებლები.
საზეიმო ღონისძიებას გახსნიან: უკრაინის კულტურის მინისტრი მიხეილ კულინიაკი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე, პოეტი რაულ ჩილაჩავა და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება ”გეორგიას” პრეზიდენტი ბესიკ შამუგია.
ღონისძიების ფარგლებში სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება ”გეორგიას” ახალგაზრდული ფრთის პრეზენტაციაც გაიმართება. ასევე დაგეგმილია საქართველოს ეთნო-ტურისტული ცენტრების გამოფენა, ქართული ეროვნული კერძების დეგუსტაცია და სხვ.
ქართული კულტურულ-შემოქმედებითი აქცია უკრაინაში, გაერთიანება “გეორგიას”, უკრაინაში ქართველთა ასოციაცია ”იბერიელის”, უკრაინის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრისა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანადგომით გაიმართება.