დღეს, 16:00სთ–ზე, ახლადშექმნილი საფორტეპიანო ტრიო “Trio per Te” მუსიკალური ვიდეოკლიპის პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართავს.
მუსიკალური ვიდეოკლიპი, რომელიც რეჟისორმა დავით გერსამიამ გადაიღო, შექმნილია ნუკრი აბაშიძის სპექციალურად ტრიოსთვის შექმნილ მინიატურაზე “High Talk”. კლიპი “ჰორიზონტ ტვ სტუდიის” გადაღებულია.
პრეზენტაციას სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. კლიპი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.
თავად “Trio per Te” მას შემდეგ დაარსდა, რაც 2011 წლის 14 ივლისს ტრიოს წევრები: შვეიცარიაში მოღვაწე პიანისტი თეა ჭკუასელი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე და ამავე ორკესტრის ვიოლონჩელების ჯგუფის კონცერტმაისტერი გიორგი ჯორჯაძე, პირველად თბილისში წარდგნენ მსმენელის წინაშე. წარმატებული გამოსვლის შემდეგ მათ საფორტეპიანო ტრიოდ ჩამოყალიბება გადაწყვიტეს.
ახალი საფორტეპიანო ტრიო
-
14.11.2026
როცა შენი შვილი სინდისის პატიმარია
-
14.11.2026
პენიტენციურის მაღალჩინოსნებს ციხეში ძალადობის ფაქტზე განაჩენის დადგომამდე გირაო შეეფარდათ
-
14.11.2026
ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
-
14.11.2026
ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ძალოვნებს 5-5 წელი მიუსაჯეს
-
14.11.2026
დევნილთა სააგენტოს ცნობით, 10 000 ლარის მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა
-
13.11.2026
2026 წლის ბიუჯეტი კორექტირდება და იზრდება, ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციაა
