ხელოვნება

სასამართლომ ფიროსმანის მოპარული ნახატის საქმე დაასრულა

20 ოქტომბერი, 2011 • 1743
სასამართლომ ფიროსმანის მოპარული ნახატის საქმე დაასრულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო ფიროსმანის აბრაზე შესრულებული ნახატის საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე  წესის დარღვევით გადატანის მომზადების ფაქტზე დაკავებული გელა სანიკიძის, დავით ზირაქაშვილის, ზურაბ დათუკიშვილის, გაიოზ ჯავახიშვილისა და ალექსანდრე ფურცხვანიძის საქმის განხილვა დაასრულა.
სასამართლო ღია სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთნ ითანამშრომლეს. რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ, საპროცესო შეთნხმების საფუძველზე, ფურცხვანიძეს, ჯავახიშვილსა და ზირაქიშვილს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეცვალათ პირობითად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. სანიკიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 1 წლითა და 1 თვით პატიმრობით, ხოლო დათუკაშვილი, რომელსაც 6 წლით თვისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ერთ წელს გაატარებს და 5 წელი პირობითად ჩაეთვლება.
გაიოზ ჯავახიშვილს  ფიროსმანის აბრაზე შერულებული ნახატი ,,კახური ღვინო’’.სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორი გაიოზ ჯავახიშვილი, ჯგუფის დანარჩენი წევრების დახმარებით, ნიკო ფიროსმანაშვილის აბრაზე შესრულებული ნახატის – ,,კახური ღვინო”-ს 500 000 აშშ დოლარად გაყიდვას აპირებდა.
ნახატი აზერბაიჯანის გავლით რუსეთში უნდა გასულიყო და ერთ–ერთ პირად კოლექციონერს უნდა შეეძინა. მიმდინარე წლის აპრილში სამართალდამცავებმა ჯგუფი დააკავეს. ნამუშევარი ასქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადაეცა, უახლოეს მომავალში ნახატს რესტავრაცია ჩაუტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი