ხელოვნება

მარკ ბერგერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

19 ოქტომბერი, 2011 • 1120
მარკ ბერგერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

დღეს ამერიკელ ხმის რეჟისორს, მარკ ბერგერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი გადასცემს.
ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორმა, მარკ ბერგერმა ხმის რეჟისურის 6– კვირიანი კურსი წაუკითხა. სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
ბერგერს კინოაკადემიის 4 ჯილდო აქვს მიღებული , ხმის ინოვაციური გამოყენებისთვის ფილმებში: “აპოკალიფსი დღეს” (1979წ.) “ამადეუსი” (1984წ.) “ინგლისელი პაციენტი” (1996 წ.) “კარგი გუნდი” (1983წ.).
მისი ნამუშევრებიდანაა: მილოშ ფორმანის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიმამა”, სტივენ სპილბერგის “მიუნხენი” და მრავალი სხვა.
დღეისათვის მარკ ბერგერი ხელმძღვანელობს ხმის რეჟისურის სპეციალობას ბერკლის უნივერსიტეტში.
რობერტ სტურუას, ნელე ჰერტლინგის, სტივ ოლსენის, ოთარ იოსელიანის და ბეჰროუზ გჰარიბპურის შემდეგ, ბერგერი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეექვსე საპატიო დოქტორი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი