ხელოვნება

ახალი ვერსია ვან გოგის სიკვდილზე

18 ოქტომბერი, 2011 • 1955
ახალი ვერსია ვან გოგის სიკვდილზე

ვან გოგს თავი არ მოუკლავს, ამის შესახებ აცხადებენ ავტორები, რომლებიც მხატვრის ბიოგრაფიაზე მუშაობენ. სტივენ ნაიფეჰს და გრეგორი უაით სმიტს სჯერათ, რომ სარწმუნოა, ვან გოგი ორ ბიჭს მოეკლა, რომლებიც მხატვრის ნაცნობები იყვნენ, მათ ე.წ. “მრავალფუნქციური იარაღი” ჰქონდათ.

ავტორები ამ დასკვნამდე 20–ზე მეტ მკვლევართან და თარჯიმანთან ერთად 10–წლიანი მუშაობის შედეგად მივიდნენ.
ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმმა ეს ფაქტი შეაფასა როგორც “დრამატული” და “დამაინტრიგებელი”.
განცხადებაში კურატორი ლეო იანსენი აცხადებს, რომ “უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი” და “ნაადრევია თვითმკვლელობის გამორიცხვა”. თუმცა მან დასძინა, რომ ახალი ეჭვები “დისკუსიის გენერირებას შეუწყობს ხელს”.

ვან გოგი 1890 წელს 37 წლის ასაკში საფრანგეთში გარდაიცვალა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ მხატვარმა იარაღით თავი დაიჭრა, შემდეგ სასტუმრო Auberge Ravoux–ში დაბრუნდა და იქვე გარდაიცვალა.

ვან გოგის ბიოგრაფიაზე მომუშავე ავტორებს, ნაიფეჰს და სმიტს, ამერიკელი მხატვრის, ჯექსონ პოლაკის ბიოგრაფიისთვის პულიცერის პრემია აქვთ მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი