ხელოვნება

“მიმინოს” ძეგლი თბილისში-STOP ზურა[VIDEO]

14 ოქტომბერი, 2011 • 1356
“მიმინოს” ძეგლი თბილისში-STOP ზურა[VIDEO]

«STOP ზურა”, “შვილო ზურაბ სადამდე” – ასეთი ტრანსპარანტებით გააპროტესტეს რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის “მიმინოს” ძეგლის  გახსნა თბილისში.

რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი «მიმინოს» ძეგლი ავლაბრის პარკშია.   ძეგლი 14 ოქტომბერს  თავად მოქანდაკემ და საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გახსნეს. საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს  მსახიობი ბუბა კიკაბიძე და  დეპუტატი ზურაბ წერეთელიც  ესწრებოდნენ. ავლაბარში ძეგლის გახსნაზე არ გამოჩენილა თბილისის მერი გიგი უგულავა.

ძეგლის გახსნის პარალელურად მიმდინარეობდა  საპროტესტო აქციაც. ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი და მისი რამდენიმე თანამოაზრე  ზურაბ წერეთლის ქანდაკების დადგმას აპროტესტებდნენ, რადგან,  ხატიაშვილის თქმით, ზურაბ წერეთელი მისთვის რუსული იმპერიალისტური კულტურის სიმბოლოა.   აქციამ მოქალაქეების ნაწილი გააღიზიანა  და მოგვიანებით მათ მონაწილეებს ტრანსფარანტები წაართვეს.

ზურაბ წერეთლის “მიმინო”, რომელიც გიორგი დანელიას კინოსურათის პერსონაჟების ძეგლს წარმოადგენს,  ავლაბრის სკვერში თითქმის ორი თვის წინ დაამონტაჟეს. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის დადგმაზე.

ამავე თემაზე:

წერეთლის “მიმინო” – საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?

ზურაბ წერეთელი – სიურპრიზი მთავრობისგან


მასალების გადაბეჭდვის წესი