ხელოვნება

27 ოქტომბერს თბილისის მე–14 საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალი იხსნება

14 ოქტომბერი, 2011 • 1058
27 ოქტომბერს თბილისის მე–14 საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალი იხსნება

27 ოქტომბერს თბილისის მე-14 საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალი გაიხსნება. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში ქართველ მსმენელებს საშუალება ექნება დიდ საკონცერტო დარბაზში, საქსოფონისტ ჩარლზ ლოიდის მოუსმინოს.

ლოიდს ხშირად ჯონ კოლტრეინსაც ადარებენ, რადგან მის მუსიკაზე კოლტრეინს დიდი გავლენა აქვს. ჩარლზ ლოიდი ჯაზის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა და მუსიკას 1960-იანი წლებიდან მოყოლებული ქმნის. ლოიდი თბილისს კვარტეტთან ერთად ახალი პროექტით ეწვევა.

თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ახალი პროექტით წარდგება გრემის მფლობელი სონი ემორიც, ის საკუთარ ბენდთან, Cachet Fusion-თან ერთად გამოვა.

ჯაზ–ფესტივალზე ასევე ლარი კორიელის მოსმენაც შეგეძლებათ. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ფიუჟენ გიტარისტია, რომელიც 60-იანი წლებიდან მოღვაწეობს და ბევრ ცნობილ მუსიკოსთან ერთად დაუკრავს, მათ შორის, ჩიკო ჰამილტონთან, გარი ბარტონთან, რომელიც თბილისს ერთხელ უკვე სტუმრობდა.

თბილისის მე-14 საერთაშორისო ჯაზ– ფესტივალი “თი–ბი–სი” ბანკის ორგანიზებით იმართება და დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ. ფესტივალი 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი