ხელოვნება

“ინსტინქტი” – პოლიტიკოსის ჩახლართული სიზმარი

14 ოქტომბერი, 2011 • 1029
“ინსტინქტი” –  პოლიტიკოსის ჩახლართული სიზმარი

13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში რეჟისორ ოთარ ეგაძის სპექტაკლის, „ინსტინქტის“, წინასაპრემიერო ჩვენება შედგა.
წარმოდგენა თანამედროვე ფრანგი ავტორების ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლასეგის კომედიის– „მოლანდება, ანუ მამრობითი სქესი, მხოლობითი რიცხვი“– მიხედვითაა დადგმული.
სპექტაკლის სიუჟეტი წარმოუდგენლად ჩახლართულია.
დუტა სხირტლაძე – პოლიტიკოსი მამა, რომლის ცოლიც 20 წლის წინათ გაუჩინარდა და ერთადერთი ვაჟი დაუტოვა. მისი მეორე საცოლე – ბაია დვალიშვილი. მათ ცხოვრებაში უეცრად ამერიკელი პოლკოვინკი გამოჩნდება, რომელიც აცხადებს, რომ სქესი შეიცვალა და სინამდვილეში პოლიტიკოსის გაუჩინარებული ცოლია.
ოჯახი “დედის” გამოჩენით შოკირებულია და ერთადერთ ვაჟს პოლკოვნიკის ვინაობას უმალავს.
პოლკოვნიკის შვილს ხან დედა ჰგონია მამა , ხან დედინაცვალი დედა და ასე გრძელდება მანამდე, სანამ არ გაირკვევა, რომ ეს ერთი დიდი გაუგებრობა მხოლოდ პოლიტიკოსის ჩახლართული სიზმარი იყო.
აი, ასეთ სიზმრებს ნახულობენ პოლიტიკოსები:

პრემიერა 14 და 15 ოქტომბერს, 19:00სთ–ზეა, დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ეს განახლებული დადგმაა. სპექტაკლს რამდენიმე წლის წინთაც თამაშობდნენ. “თავის დროზე ეს სპექტაკლი ძალიან წარმატებული იყო, ახლა აღადგინეს და იმედი გვაქვს, რომ ასევე ძალიან წარმატებული იქნება” – აღნიშნა მსახიობმა ბაია დვალიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი