ხელოვნება

სტივ უელტმანი თბილისშია

13 ოქტომბერი, 2011 •
სტივ უელტმანი თბილისშია

მსოფლიოს როკ–მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მენეჯერი და პროდიუსერი სტივ უელტმანი თბილისშია და დღეს, 11:30სთ–ზე, ლიტერატურულ კაფე “ქარავანში” “ლოკომოტივ პრომოუშენთან” ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

სტივ უელტმანი რამდენიმედღიანი ვიზიტით სწორედ “ლოკომოტივ პრომოუშენის” მოწვევით ჩამოვიდა. კომპანია სტივთან ერთად როკფესტივალზე იწყებს მუშაობას.
თბილისში დაგეგმილია მსოფლიოში ცნობილი როკშემსრულებლების კონცერტებიც.

თუ ვინ გამართავს პირველ კონცერტს 5 ნოემბერს, ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი. ასევე, სტივ უელტმანი თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

სხვადასხვა დროს უელტმანი ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებთან მუშაობდა, როგორებიცაა: ბითლზი, ლედ ზეპელინი, ელვის პრესლი, პინკ ფლოიდი, დევიდ ბოუი, ოზი ოზბორნი, ჯენეზისი და სხვები. მას, აგრეთვე, უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილი როკ–ფესტივალების: Download-ის, Glastonbury-ს, T-In The Park-ისა და Ozzfest-ის ორგანიზებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი