დღეს, 20:00–ზე, “სამეფო უბნის თეატრი” წარმოგიდგენთ სპექტაკლს “ლივ შტაინი”. ლივ შტაინი ვირტუოზი პიანისტი ქალია, რომელიც შვილის დაღუპვის შემგდეგ სინდისის ქენჯნის გამო კარიერაზე უარს ამბობს.
ლივის ყოფილი ქმარი და მისი მეორე ცოლი ცდილობენ გამოაფხიზლონ უბედურებით დათრგუნული ქალი. მათ ცხოვრებაზე აქამდე დიდ გავლენას ახდენდა ლივი, ისინი მისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ახლა უმოქმედობას ვერ ეგუებიან. მოულოდნელად გამოჩნდება ახალგაზრდა გოგონა ლორა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლივის შვილის მეგობარი იყო. იმის ფასად, რომ ლივი მას მოწაფედ აიყვანს, ლორა ძალიან ბევრს ესაუბრება გარდაცვლილ შვილზე. გოგონას მეშვეობით ლივი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, მაგრამ ირკვევა, რომ ლორა ცრუობს. თურმე იგი ამდენ ხანს სხვა ადამიანად ასაღებდა თავს და ტრაგედია იწყება.
სპექტაკლი გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა და მთავარ როლს მსახიობი ნინო ბურდული ასრულებს.