დღეს “კავკასიურ სახლში” “გოუ ჯგუფისა” და სტუდია “თვითმხილველის” მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მოეწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ჟურნალისტებისა და მოქალაქე რეპორტიორების– განა იანოვსკაიას, ალან ცხურბაევის და ზურაბ თავასიევის მიერ გადაღებული ფილმები იხილა. სულ ჩვენებაზე სამი დოკუმენტური ფილმი იყო წარმოდგენილი: “რატომ?”, “ბაბუა აუზბი” და “ალანი: ვლადიკავკაზი–თბილისი”. სამივე ფილმი 2011 წელსაა გადაღებული. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გამიართა. აგრეთვე, მოეწყო Skype კონფერენცია ალან ცხურბაევთან და საზოგადოებას კითხვების დასმის საშუალება მიეცა.
იმისთვის, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს სამოქალაქო თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე, უფრო აქტიური გახდეს და ჩაერთოს რეგიონში სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტილების მიღებაში, “გოუ ჯგუდი” და სტუდია “თვითმხილველი” მსგავსი ფილმების გადაღებას უწყობენ ხელს. მათი მეშვეობით სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ქმნიან დოკუმენტურ ფილმებს და ყვებიან თავიანთი ცხოვრების შესახებ.




