დაბა–ურეკის კულტურის სახლში სამდღიანი საერთაშორისო ფესტივალი მოეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობას რეგიონული ქორეოგრაფიული და საერთაშორისო რანგის ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ. (მათ შორის ლიტვის, ლატვიის, ჩრდილოეთ კავკასიისა და მაკედონიის ანსამბლები)
14 და 15 ოქტომბრს კონკურსის შედეგად სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი და გრანპრის მფლობელები გამოვლინდებიან .
16 ოქტომბერს კი ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე გაიმართება ფესტივალის დასკვნითი გალა კონცერტი, რომელიც ფესტივალში მონაწილეთა აღლუმით და ქორეოგრაფიული ანსამბლების გაერთიანებული ცეკვით “ფარცაკუკუ” გაიხსნება. რომლის ავტორი და აღმდგენი ქორეოგრაფი და მოცეკვავე გიორგი სალუქვაძეა. ფესტივალი სწორედ მის სახელს ატარებს.
ფესტივალის დასკვნით ნაწილში, ასევე მოხდება გასული საუკუნის ტრადიციული გურული სახალხო დღესასწაულის აღდგენა, რომელსაც ,,ალეგრობა” ეწოდება.
ფესტივალი დღესასწაული მე-19 საუკუნის ბოლოს დაწესდა და 1941 წლამდე ოზურგეთში იმართებოდა.
დაბა–ურეკში სამდღიანი საერთაშორისო ფესტივალი მოეწყობა
-
14.11.2026
როცა შენი შვილი სინდისის პატიმარია
-
14.11.2026
პენიტენციურის მაღალჩინოსნებს ციხეში ძალადობის ფაქტზე განაჩენის დადგომამდე გირაო შეეფარდათ
-
14.11.2026
ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
-
14.11.2026
ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ძალოვნებს 5-5 წელი მიუსაჯეს
-
14.11.2026
დევნილთა სააგენტოს ცნობით, 10 000 ლარის მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა
-
13.11.2026
2026 წლის ბიუჯეტი კორექტირდება და იზრდება, ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციაა
