სომხეთის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი High Fest-ი ქართული სპექტაკლით “ქაღალდის წვმია” დაიხურა. ნიკა საბელაშვილის სპექტაკლი ოთხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნოველისგან შედგება და სიტყვების გარეშე თამაშდება. წარმოდგენა ერევნის სახელმწიფო თოჯინების დიდ თეატრში გაიმართა. სპექტაკლში ოთხი მსახიობი მონაწილეობს: ირაკლი გოგოლაძე, გიორგი სახამბერიძე, ირაკლი ცქიფურიშვილი და გიორგი ტატიშვილი.
წარმოდგენას საქართველოს ელჩი სომხეთში, თენგიზ შარმანაშვილიც ესწრებოდა: “სპექტაკლი, ერთი შეხედვით, ქართულ მოტივებზე დაფუძნებული არ ყოფილა, სიუჟეტი უნივერსალური ღირებულებებისა და აზრების გარშემო ტრიალებდა, მაგრამ მე მაინც ქართული სპექტაკლი ვნახე. განსაკუთრებული ყურადღება მსახიობების პლასტიკამ და ექსპრესიულობამ მიიპყრო. კარგა ხანია, ასეთი რამ არ მინახავს. კარგია, რომ ეს ახალგაზრდები ეძებენ რაღაც ახალს და, რაც მთავარია, გამოსდით” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ელჩმა მსახიობებს წარმატება მიულოცა.
საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ High Fest–ში მონაწილეობას 12 ქვეყნის, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, გერმანიის, ინდოეთის, ლატვიის და სხვა ქვეყნების 20–მდე თეატრალური დასი იღებდა.
ქართული სპექტაკლი ფესტივალსი ე.წ. Fringe (ჩარჩო) პროგრამაში იყო ჩასმული.
“ქაღალდის წვიმის” ხილვა თბილისელ მაყურებელს დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შეეძლება.
High Fest-ი ქართული სპექტაკლით დაიხურა
-
14.11.2026
როცა შენი შვილი სინდისის პატიმარია
-
14.11.2026
პენიტენციურის მაღალჩინოსნებს ციხეში ძალადობის ფაქტზე განაჩენის დადგომამდე გირაო შეეფარდათ
-
14.11.2026
ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
-
14.11.2026
ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ძალოვნებს 5-5 წელი მიუსაჯეს
-
14.11.2026
დევნილთა სააგენტოს ცნობით, 10 000 ლარის მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა
-
13.11.2026
2026 წლის ბიუჯეტი კორექტირდება და იზრდება, ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციაა
