დღეს, 13:00სთ–ზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მე-9 ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენას გახსნის.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: აშშ-ის საელჩო საქართველოში, “საერთაშორისო განათლების ცენტრი” და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი “კვალი”.
გამოფენაში მონაწილეობენ: ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში, ამერიკული უნივერსიტეტი სომხეთში, დიუკის უნივერსიტეტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, გრინელის კოლეჯი, ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს-სკოლა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ჩრდილოეთი ვირჯინიის სათემო კოლეჯი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რამაპოს კოლეჯი, სავანას ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი, ვანდერბილტის უნივერსიტეტი, ვესტფილდის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებენ.
გამოფენის ფარგლებში აშშ-ში უმაღლესი განათლებისა და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ სემინარებიც ჩატარდება.
გამოფენა 13:00–დან 16:00სთ–მდე გასტანს და დასწრება თავისუფალი იქნება.