ხელოვნება

“ქეთო და კოტეს” თბილისურმა პრემიერამ ხარვეზებით ჩაიარა

10 ოქტომბერი, 2011 • 1187
“ქეთო და კოტეს” თბილისურმა პრემიერამ ხარვეზებით ჩაიარა

თბილისში მიუზიკლ “ქეთო და კოტეს” პრემიერამ ხარვეზებით ჩაიარა, ამის მიზეზად მსახიობები იმას ასახელებენ, რომ მათ ვერ მოასწრეს გენერალური რეპეტიციის გავლა.
გათანამედროვებული სპექტაკლის რეჟისორი დავით დოიაშვილი აცხადებს, რომ სპექტაკლი ექსტრემალურ პირობებში გაიმართა და ამის გამო იჩინა თავი სხვადასხვა ტექნიკურმა პრობლემამ. მიუხედავად ყველაფრისა, დოიაშვილი თვლის, რომ სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და იმედს გამოთქვამს, რომ შემდეგ ჯერზე მსგავსი პრობლემები აღარ შეიქმნება.
დავით დოიაშვილი აცხადებს, რომ მას შემოთავაზებები რეგიონული თეატრებიდანაც აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რომელ რეგიონში გაიმართება სპექტაკლის ჩვენება.
თბილისში კი “ქეთო და კოტე” 14 ოქტომბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი