ხელოვნება

პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრაულ ფესტივალზე

5 ოქტომბერი, 2011 • 1121
პრემიერა თბილისის საერთაშორისო თეატრაულ ფესტივალზე
დღეს თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში პრემიერას წარმოგიდგენთ სპექტაკლისა “კაპიტან კორელის მანდოლინა”.

პრემიერა 20:00 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.

სპექტაკლის რეჟისორი ლევან წულაძეა, სცენური ვერსია კი ლუი ბარნიესა და მაიკ მარინის ეკუთვნით.

უცნაური, სიცილითა და ცრემლებით მოთხრობილი ამბავი სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ყავასა და თხებზე. სიყვარული სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც 1941 წელს კეფალონიის ულამაზეს კუნძულებს ომის ქაოსი მოიცავს.

”სიყვარული ნებისმიერ ბრიყვსაც ეწვევა, სიყვარული მაშინაც არ გტოვებს, როცა უკვე აღარ გიყვარს.”

სპექტაკლი ბრიტანული თეატრის “მერკურის” და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანაპროდუქციას წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი