ხელოვნება

მომღერალი და მსახიობი კორტნი ლავი მემუარების დაწერას აპირებს

4 ოქტომბერი, 2011 • 1489
მომღერალი და მსახიობი კორტნი ლავი მემუარების დაწერას აპირებს
BBC -ის ცნობით კორტნი ლავი აპირებს წიგნში ისეთი თემები განიხილოს, როგორებიცაა: მისი ქორწინება Nirvana-ს ვოკალისტსა და გიტარისტ კურტ კობეინთან, დამოკიდებულება ნარკოტიკებზე და შვილთან  ურთიერთობა.

კორტნი ლავს თანაავტორობას გაუწევს ბიოგრაფი ენტონი ბოზა[ Anthony Bozza].
ენტონი ბოზას უთანამშრომლია ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: Motley Crue-ს წევრი ტომი ლი და Guns ‘n’ Roses გიტარისტი სლეში.  ამჟამად ის მუშაობს ვაიკლეფ ჯინთან ავტობიოგრაფიაზე.

გარდა კობეინთან ურთიერთობისა, წიგნში მოთხრობილი იქნება კორტნი ლავის კარიერაზე, ასევე  მის ურთიერთობაზე მსახიობ ედვარდ ნორტონთან და  The Smashing Pumpkins-ის წევრთან ბილი კორგენთან Billy Corgan.

47 წლის მომღერალმა 1989 წელს შექმნა  ბენდი Hole, რომელმაც მიაღწია წარმატებებს ალბომებით Live Through This და Celebrity Skin.
1996 წელს მან გაიმარჯვა ოქროს გლობუსის ნომინაციაში ”ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” შესრულებული როლისთვის.

შეგახსენებთ, რომ კორტნი ლავი და კურტ კობეინი 1992 წელს დაქორწინდნენ, ამავე წელს დაიბადა მათი შვილი ფრენსის ბინი . 1994 წელს კობეინმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი