ხელოვნება

რობერტ სტურუა სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის წინაშე წარსდგა [VIDEO]

24 სექტემბერი, 2011 • 1648
რობერტ სტურუა სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის წინაშე წარსდგა [VIDEO]

23 სექტემბერს ახალი სეზონი რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლით, „ნადირობის სეზონით“ გაიხსნა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ სცენაზე გამოსული რეჟისორი მსახიობებმა ხელში აიყვანეს. მოგვიანებით, მაყურებლის ოვაციების ფონზე, სცენაზე რობერტ სტურუას მიმსგავსებული თოჯინა გამოიტანეს, რომელსაც მაისურზე ეწერა „მომხსნეს“.

საათი და 40 წუთიანი სპექტაკლის, “ნადირობის სეზონის” დასრულების შემდეგ სცენაზე მაყურებელთან შესახვედრად თავად რეჟისორი, რობერტ სტურუაც გამოვიდა. მაყურებლის ოვაციები და ტაში დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.

სტურუას წინააღმდეგობის მიუხედავად, სპექტაკლში მონაწილე მსახიობებმა სცენაზე რეჟისორი ხელში აიყვანეს.

რობერტ სტურუას მადლობის გარდა მაყურებლისთვის არაფერი უთქვამს.

სანამ დამსწრე საზოგადოება ტაშს უკრავდა, მსახიობებმა სტურუას მიმსგავსებული თოჯინა, რომელსაც მაისურზე ეწერა „მომხსნეს“, სცენაზე გამოიყვანეს, რის შემდეგაც მაყურებლის ოვაცია გაორმაგდა.

წარმოდგენის დამთავრების შემდეგ კულისებში რიგი შეიქმნა. მაყურებელი რეჟiსორთან შესახვედრად სწორედ კულისებისკენ გაიმართა. კულისებში თვალცრემლიანი მაყურებელი რეჟისორს თბილი სიტყვებითა და კოცნით ეგებებოდა.

რობერტ სტურუას  „ნადირობის სეზონში“ მსახიობები ია სუხიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ზუკა პაპუაშვილი, ზაზა ბარათაშვილი, გელა თავბერიძე, კახა კუპატაძე, გაგი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი და სანდრო ღაღანიძე მონაწილეობდნენ.

სპექტაკლის ჩვენებები კიდევ 24–25–29 სექტემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

თანასწორობა და რობერტ სტურუა

დასი:”სტურუა ჩვენთვის ისევ სამხატვრო ხელმძღვანელია” [VIDEO]

აქცია რობერტ სტურუას მხარდასაჭერად

ნაირა გელაშვილი: სასაცილოა, რობერტ სტურუას ქსენოფობობა დასწამო

„საჩუქარი“ ნიკა რურუასთვის [VIDEO]

კორძაია: ქსენოფობური გამონათქვამების გამო სამსახურიდან დათხოვნა კანონიერია

სტურუას ახდენილი ოცნება

ნიკა რურუა: სტურუა ქსენოფობური გამონათქვამების გამო დავითხოვე

თეატრისთვის სამხატვრო ხელმძღვანელი კანონით აუცილებელი არაა

რობერტ სტურუა: “მომხსნეს”

მასალების გადაბეჭდვის წესი